საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
საწყისი გვერდი სტატიები გამონათქვამები FAQ ფორუმი ლინკები
არტურ შოპენჰაუერი: "რელიგია არის ციცინათელასავით – იმისათვის რომ გაანათოს, ჭირდება სიბნელე."
 
გჯეროდეთ თქვენი თავის!

ათასწლეულების განმავლობაში ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტების ძიებას, ვერანაირი ლოგიკური საბუთის პოვნა ვერ მოჰყვა შედეგად. რა თქმა უნდა, შეუძლებელია გადაჭრით ამტკიცო ღმერთის არარსებობა, ისევე, როგორც ვერ დაამტკიცებ სანტა კლაუსისა თუ თოვლის კაცის არარსებობას. მიუხედავად ამისა, უაზრობაა გჯეროდეს არარეალური, ზებუნებრივი ძალის, რომლის არსებობის მტკიცებულებაც არ გაგაჩნია.


ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, ”საგანგებო მტკიცებულება მოითხოვს საგანგებო დასაბუთებას". თეიზმის შემთხვევაში, ჩვენ არათუ საგანგებო დასაბუთება, არამედ საერთოდ არანაირი ლოგიკური დასაბუთება არ გაგვაჩნია. უბრალოდ, არ არსებობს ღმერთის არსებობის არანაირი არგუმენტი.

არამხოლოდ არ არსებობს ღმერთის არსებობის ლოგიკური არგუმენტი, არამედ არსებობს მრავალი არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს ღმერთის არარსებობას.

ამ გვერდზე შეძლებისდაგვარად განხილული იქნება ყველა ხსენებული არგუმენტი და შევეცდებით განვმარტოთ, თუ რა არის ათეიზმი, ვინ არის ათეისტი და რატომ მიგვაჩნია უზენაესი ძალის არსებობა არარეალურად. ასევე განვათავსებთ პოპულარულ სტატიებს, ცნობილი პირების მოსაზრებებსა და ლინკებს სხვადასხვა ათეისტურ ინტერნეტ რესურსებზე.

P.S. ჩვენ არ ვაპირებთ შევურაცხჰყოთ ვინმეს რწმენა, ისევე, როგორც მოვითხოვთ სხვებისაგან ჩვენი პოზიციის პატივისცემას (ნუ მოგვიშვერთ მარცხენა ლოყას, მაგრამ ნურც ჩვენ გაგვილაწუნებთ ორივე ლოყაზე, ანუ ნუ გამოიჩენთ ცნობილ რელიგიურ ტოლერანტობას და ნუ მოაწყობთ ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას, ინკვიზიციას და ა.შ.).

P.P.S. ჩვენ არ ვართ სატანისტები, ვინაიდან სატანის არსებობის რწმენა, თავის თავში მოიცავს ღმერთის არსებობის რწმენასაც, რაც შესაბამისად, გამორიცხავს ათეიზმს.

გჯეროდეთ თქვენი თავის! 

კაცთმოყვარე

 

მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები

სიახლეები:

დაემატა:

იური ნესტერენკოს მოთხრობა პროექტი Genesis (კორპორატიული მიმოწერიდან)

(თარგმნსკეპტიკოსმა)

* * *

ბერტრან რასელის მოთხრობა "ღვთისმეტყველის კოშმარი"

(თარგმნა სკეპტიკოსმა)

* * *

პასუხი მორწმუნეს

"ამათ თუ ყურადღებით გაეცნობით, თქვენს საიტზე მოთავსებული მინიმუმ რამოდენიმე ფრაზა ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენებათ (სასაცილოდ იმდენად, რამდენადაც ძალიან უსუსურად ჟღერს)"

მორწმუნე

ორიოდ დღის უკან საიტის ფორუმზე "მორწმუნეს" ნიკით ერთმა პიროვნებამ შეტყობინება დატოვა, სადაც გვირჩევდა გარკვეული რესურსების გაცნობას, რის შემდეგაც " საიტზე მოთავსებული მინიმუმ რამოდენიმე ფრაზა ძალიან სასაცილოდ" მოგვეჩვენებოდა. კიდევ >>

* * *

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

"ის, ვინც ცხოვრობს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, სახიფათოა ამქვეყნიურ ცხოვრებაში." რ. ინგერსოლი

"იმისათვის, რომ იყო ფილოსოფოსი, უნდა ცხადად ხედავდე, ხოლო იმისათვის, რომ იყო მორწმუნე, უნდა ბრმად გჯეროდეს." დ. დიდრო

"არაფერი არ მანცვიფრებს ისე, როგორც სასწაული, – თუ არ ჩავთვლით გულუბრყვილობას, რომლითაც ამ სასწაულს იჯერებენ." მ. ტვენი კიდევ>>


©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი. მოგვწერეთ: geoathism@narod.ru
 


Hosted by uCoz