საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი | ||||||
|
|
1. რა არის ათეიზმი? ათეიზმი – მსოფლმხედველობაში ზებუნებრივის (ღმერთების, ღმერთის) არსებობის არგათვალისწინება, ღმერთის რწმენის არქონა. 2. არის, თუ არა ათეიზმი რელიგია? არა. ათეიზმი არ წარმოადგენს რელიგიას, ვინაიდან რელიგია ითვალისწინებს კუმირის (კუმირების) თაყვანისცემას, რომელთაც ყველაზე ხშირად ღმერთებს (ღმერთს) უწოდებენ. გარკვეული სტრუქტურის (ორგანიზაციის) ან მსოფლმხედველობის რელიგიურობის გამოხატულების ძირითად პრინციპს წარმოადგენს დეკლარირებული მონოპოლია ჭეშმარიტებაზე. ათეიზმი არ ითვალისწინებს თაყვანისცემას და არ დეკლარირებს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე, ამიტომაც რელიგიას არ წარმოადგენს. 3. ათეისტები იგივე მორწმუნეები არიან, ოღონდ მათ სწამთ, რომ ღმერთი არ არსებობს. არსებობს ათეიზმის ორი ძირითადი მიმართულება – "მსუბუქი" (soft) ათეიზმი და "მკაცრი", "პოზიტიური" (strong, positive) ათეიზმი. მსუბუქ ათეისტებს არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ანუ თუ ვინმე გკითხავთ: "გჯერა, თუ არა, რომ პლანეტა ბროლიაზე არის სიცოცხლე? მე ეს გუშინ სიზმარში ვნახე". თქვენი პასუხი რა თქმა უნდა იქნება, რომ "არ გჯერათ". ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გჯერათ იქ სიცოცხლის არარსებობის. უბრალოდ თქვენ არ გაქვთ საკმარისი მონაცემები, თანაც აზრზე არა ხართ რა პლანეტაზეა საუბარი. "მკაცრ", "პოზიტიურ" ათეისტებს რაც შეეხება, მათ სწამთ, რომ ღმერთი არ არსებობს, ოღონდ ამის გამო არასწორია მათ მორწმუნეები ვუწოდოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მონიტორში სტაფილო არ იზრდება, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არავის მოუვა აზრად მიწოდოს მორწმუნე. 4. რა საჭიროა საერთოდ ეს გვერდი? თუ თქვენ დაგებადად ასეთი შეკითხვა, ესე იგი თქვენთვის ნამდვილად არ არის საჭირო.
|
©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი |