საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
საწყისი გვერდი სტატიები გამონათქვამები FAQ ფორუმი ლინკები

 
გამონათქვამები

მორალი არ უნდა ეფუძნებოდეს რელიგიას, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ ცრურწმენას...

ა. აინშტაინი

 

ცნობები ჩემი რელიგიურობის თაობაზე წარმოადგენს წმინდაწყლის ტყუილს. ტყუილს, რომელიც მეორდება! მე არ მწამს ღმერთის. ღმერთისადმი ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე ნათლად და არასოდეს მომსვლია თავში მათი უარყოფა. თუ ჩემი გამონათქვამებიდანრაიმე ვინმეს მოეჩვენა რელიგიურად, მაშინ, ეს შესაძლოა იყოს ჩემი უსაზღვრო აღტაცება სამყაროს სტრუქტურით, რომელსაც ჩვენ გვიჩვენებს მეცნიერება".

ა. აინშტაინი

 

რაზეც არ უნდა ილოცოს ადამიანმა, ის ლოცულობს სასწაულზე. ყველა ლოცვა, კი დადის შემდეგზე: "უფალო, გააკეთე ისე, რომ ორჯერ ორი არ იყოს ოთხი".

ი. ტურგენევი

 

ის, რომ მე ვუარყოფ გაურკვეველ სამებას და ჩვენს დროში სრულიად აზრდაკარგულ იგავს პირველი ადამიანის დაცემის შესახებ, მკრეხელურ ისტორიას ღმერთზე, რომელიც იშვა ქალწულისაგან ადამიანის ცოდვების მოსანანიებლად, მიმაჩნია სრულიად სამართლიანად...

ლ. ტოლსტოი

 

ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს სასულიერო პირებზე, სასულიერო პირები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს ფილოსოფოსებზე, მაგრამ ფილოსოფოსებს არასოდეს მოუკლავთ სასულიერო პირი, ხოლო სასულიერო პირებს მოკლული ყავთ არაერთი ფილოსოფოსი.

დ. დიდრო

 

წაართვით ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და თქვენ წაართმევთ მას რწმენას.

დ. დიდრო

 

იმისათვის, რომ იყო ფილოსოფოსი, უნდა ცხადად ხედავდე, ხოლო იმისათვის, რომ იყო მორწმუნე, უნდა ბრმად გჯეროდეს.

დ. დიდრო

 

რაც უფრო მეტს ვგებულობთ ბუნების უცვლელი კანონების შესახებ, მით უფრო დაუჯერებელი ხდება ჩვენთვის სასწაულები.

ჩ. დარვინი

 

გაცილებით უკეთესია იყო სამართლიანი, ვიდრე გჯეროდეს იესო ქრისტეს ღვთაებრიობის.

რ. ინგერსოლი

 

არც ერთი ადამიანი იუმორის გრძნობით, არ ყოფილა რელიგიის დამფუძნებელი.

რ. ინგერსოლი

 

ის, ვინც ცხოვრობს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, სახიფათოა ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

რ. ინგერსოლი

 

არაფერი არ მანცვიფრებს ისე, როგორც სასწაული, – თუ არ ჩავთვლით გულუბრყვილობას, რომლითაც ამ სასწაულს იჯერებენ.

მ. ტვენი

 

გაგრძელება იქნება


©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
 


Hosted by uCoz