საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
საწყისი გვერდი სტატიები გამონათქვამები FAQ ფორუმი ლინკები

 
ჰენკის უკანალი

 

დილით ჩემს კარებზე ერთმა წყვილმა დააკაკუნა. პირველი ხმა მამაკაცმა ამოიღო:

– გამარჯობა! მე ჯონი ვარ, ეს კი – მერი.

მერი: გეპატიჟებით ჩვენთან ერთად ჰენკის უკანალის საკოცნელად!

მე: უკაცრავად? ვინ არის ჰენკი და რატომ უნდა ვაკოცო უკანალზე?

ჯონი: თუ თქვენ აკოცებთ ჰენკს უკანალზე, ის მილიონ დოლარს მოცემთ, თუ არა – ძვალსა და რბილს გაგიერთიანებთ!

მე: ეს რა, რაიმე ახალგაზრდული წვეულებაა?

ჯონი: ჰენკი – მილიონერ–ფილანტროპია. სწორედ მან ააშენა ეს ქალაქი. ჰენკია მისი პატრონი. მას შეუძლია გააკეთოს ის რაც უნდა, მას კიდევ უნდა, რომ შენ მოგცეს მილიონი დოლარი, მაგრამ არ შეუძლია, სანამ უკანალზე არ აკოცებ!

მე: მაგრამ ეს უაზრობაა! რა ჯანდაბად...

მერი: ვინ ხარ, რომ ჰენკის ძალაუფლებაში ეჭვი გეპარება? შენ რა, არ გინდა მილიონი დოლარი? ნუთუ ეს არ ღირს იმად, რომ უკანალზე აკოცო?

მე: შეიძლება ღირს კიდევაც, მაგრამ...

ჯონი: მაშინ წამოდი ჩვენთან ერთად უკანალზე საკოცნელად.

მე: და ხშირად კოცნით ჰენკს უკანალზე?

მერი: ო, კი! ყოველთვის!

მე: მერე მოგცათ მილიონი დოლარი?

ჯონი: არა! ფულს მივიღებთ მაშინ, როგორც კი ქალაქს დავტოვებთ!

მე: მერე ახლავე რატომ არ მიდიხართ ქალაქიდან?

მერი: სანამ ჰენკი არ იტყვის, არ შეიძლება ქალაქიდან წასვლა, თორემ ფულს არ მოგცემს და ჯვალ–რბილსაც გაგიერთიანებს.

მე: თუ იცნობთ ვინმეს, ვინაც ჰენკს უკანალზე აკოცა, წავიდა ქალაქიდან და მიიღო მილიონი დოლარი?

ჯონი: დედაჩემი წლების განმავლობაში კოცნიდა ჰენკს უკანალზე. გასულ წელს ის ქალაქიდან წავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო ფული.

მე: შენ ელაპარაკე უკვე მას ამის შესახებ?

ჯონი: რა თქმა უნდა არა! ჰენკი არ გვაძლევს ამის ნებას!

მე: მერე რა გაიძულებს იფიქრო, რომ მიიღებ ფულს, თუ არასოდეს არ გილაპარაკია ისეთ პიროვნებასთან, ვინაც ის უკვე მიიღო?

მერი: მაგრამ ის გაძლევს ცოტა ფულს უკვე მანამდე, სანამ ქალაქს დატოვებს! შენ შეიძლება დაგაწინაურონ, ან მოიგო ცოტაოდენი ლატარეაში, იპოვო ოცდოლარიანი ქუჩაში...

მე: მერე ჰენკი რა შუაშია?

ჯონი: არსებობს გარკვეული კავშირი.

მე: უკაცრავად, მაგრამ რაღაც სულელურად ჟღერს ყველაფერი!

ჯონი: მაგრამ მილიონი დოლარისთვის ღირს ცდა. და გახსოვდეს, თუ ჰენკს არ აკოცებ უკანალზე, ის ძვალ–რბილს გაგიერთიანებს!

მე: იქნებ შეიძლება ჰენკის ნახვა და დეტალების განხილვა?

მერი: არავის არ შეუძლია ჰენკის ნახვა, არავის არ შეუძლია მასთან ლაპარაკი!

მე: მაშინ როგორღა უნდა აკოცო უკანალზე?

ჯონი: ხანდახან ჩვენ უბრალოდ ვუგზავნით საჰაერო კოცნას და ვფიქრობთ მის უკანალზე, ხანდახან კარლს ვკოცნით უკანალზე და ის გადასცემს ჰენკს.

მე: რომელ კარლს? ვინ არის კარლი?

მერი: ის ჩვენი მეგობარია. სწორედ მან გვასწავლა ჰენკის უკანალზე კოცნა.

მე: და თქვენ მას სიტყვაზე დაუჯერეთ, რომ ჰენკი დაგაჯილდოვებთ, თუ მას უკანალზე აკოცებთ?

ჯონი: არა! კარლმა მრავალი წლის უკან ჰენკისგან მიიღო წერილი, სადაც ყველაფერი განმარტებულია. აი წერილის ასლი, თავად ნახე.

ჯონმა გამომიწოდა ფოტოასლი:

1. აკოცეთ ჰენკს უკანალზე და როცა ქალაქს დატოვებთ, ის მოგცემთ მილიონ დოლარს.

2. ნუ გამოიყენებთ ბოროტად ალკოჰოლს.

3. გაუერთიანეთ ძვალ–რბილი იმას, ვისაც არ უყვარხართ.

4. იკვებეთ სწორად.

5. თავად ჰენკი კარნახობდა ამ წერილს.

6. მთვარე გაკეთებულია ჰოლანდიური ყველისაგან.

7. ყველაფერი, რასაც ჰენკი ამბობს მართალია.

8. საპირფარეშოს მერე ხელები დაიბანეთ.

9. ნუ დალევთ.

10. არ ჭამოთ ცხარე სანელებლები.

11. აკოცეთ ჰენკს უკანალზე, თორემ ის ძვალ–რბილს გაგიერთიანებთ.

მე: მგონი ეს ყველაფერი კარლის ქაღალდზეა დაწერილი?

მერი: ჰენკს არ აქვს ქაღალდი!

მე: ეჭვი მაქვს, რომ თუ შევამოწმებთ, აღმოჩნდება, რომ ეს კარლის ხელწერაა.

ჯონი: რა თქმა უნდა. ჰენკმა უკარნახა მას.

მე: თქვენ ხომ ამბობდით, რომ ჰენკი არავის უნახავს?

მერი: მრავალი წლის უკან იგი ელაპარაკა რამოდენიმე ადამიანს.

მე: თუკი ის ფილანტროპია, მაშინ რატომ უერთიანებს ძვალ–რბილს ყველას, ვისი შეხედულებაც განსხვავებულია?

მერი: ეს ჰენკის ნებაა, ჰენკი კიდევ ყოველთვის მართალია!

მე: საიდან მოიტანეთ?

მერი: პუნქტი 7 ამბობს: ყველაფერი, რასაც ჰენკი ამბობს მართალია!

მე: იქნებ კარლმა თვითონ დაწერა ყველაფერი?

ჯონი: პუნქტი 5 ხომ ამბობს: თავად ჰენკი კარნახობდა ამ წერილს. გარდა ამისა, პუნქტი ორი განმარტავს: ნუ გამოიყენებთ ბოროტად ალკოჰოლს, პუნქტი 4: იკვებეთ სწორად, ხოლო პუნქტი 8: საპირფარეშოს მერე დაბანეთ ხელები. ყველამ იცის, რომ ეს სწორია, ესე იგი დანარჩენიც მართალია!

მე: მაგრამ პუნქტი 9 ამბობს: არ დალიოთ, რაც არ ეთანხმება პუნქტ 2–ს. ხოლო პუნქტ 6–ში საერთოდ ბოდვაა ჰოლანდიური ყველისგან დამზადებულ მთვარეზე!

ჯონი: პუნქტი 9 უბრალოდ განმარტავს პუნქტ 2–ს. რაც შეეხება პუნქტ 6–ს, თქვენ არასოდეს ყოფილხართ მთვარეზე და რა იცით?

მე: მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მთვარე ქვისგან შედგება!

მერი: მაგრამ ქვა შეიძლება აღმოჩნდეს გამხმარი ყველი.

მე: ქვის წარმომავლობის არცოდნა სრულებით არ ამტკიცებს იმას, რომ ეს ყველია.

ჯონი: მეცნიერები შეიძლება შეცდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჰენკი ყოველთვის მართალია!

მე: ჩვენ ვიცით?

მერი: რა თქმა უნდა, მე–5 პუნქტიდან.

მე: შენ ამბობ, რომ ჰენკი ყოველთვის მართალია იმიტომ, რომ ასე წერია წერილში. წერილი მართალია იმიტომ, რომ ის ჰენკის ნაკარნახევია. ჰენკი კარნახობდა წერილს იმიტომ, რომ ასე წერია წერილში. ჩაკეტილი წრეა – ჰენკი მართალია იმიტომ, რომ ის ამბობს, რომ მართალია.

ჯონი: როგორც იქნა მიხვდი! რა სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცა იწყებს სულის გახსნას და ჰენკისებურად აზროვნებას.

მე: მაგრამ... კარგით. რა ხდება სანელებლების თაობაზე?

მერი წითლდება.

ჯონი: სანელებლების ჭამა არ შეიძლება. ასე თქვა ჰენკმა!

მე: როგორ, არც წიწაკის, არც მდოგვის?

მერი შეცბუნებული იყურება.

ჯონი: ნუ იძახი ასეთ სიტყვებს! ყველა სანელებელი – ეს ჰენკრეხელობაა!

მე: ანუ არც მაიონეზიანი კომბოსტოს ჭამა შეიძლება?

მერი ყურებზე ხელებს იფარებს.

მერი: მე ეს არ გამიგონია! ა–ა–ა–ა–ა–ა–ა!

ჯონი: ეს საშინელებაა! მხოლოდ ზნედაცემულმა გარყვნილმა ადამიანებმა შეიძლება ჭამონ ასეთი რამ...

მე: მაგრამ მე ხშირად ვჭამ ამას. მე მომწონს!

მერი გულწასული ეცემა.

ჯონი: ეს რომ მცოდნოდა, რომ შენ ერთი–ერთი იმათგანი იყავი, დროსაც კი არ დავხარჯავდი შენზე ტყუილად! როცა ჰენკი ძვალ–რბილს გაგიერთიანებს, მე გვერდზე ვიდგები და გაღიმებული გადავითვლი ფულს. მე შენს მაგივრადაც ვაკოცებ ჰენკს უკანალზე, შე მაიონეზით გაკეთებულო მდოგვის მშთანთქავო!

 

თარგმნა კაცთმოყვარემ

 

 


©2006 საქართველოს ათეისტთა ვებგვერდი
 
Hosted by uCoz